აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ELSA–Georgia) სემინარი

     2013 წლის 3–8 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს ორგანიზებით ჩატარდა სემინარი თემაზე: „აბორტი - მკვლელობა თუ არჩევანი?“. პროექტი შედგა ასოციაციის სამართლის სკოლის ფარგლებში და ითვალისწინებდა ექპერტებისა და მეცნიერების შეხვედრებს სტუდენტებთან, თრეინინგებს და ლექციათა ციკლს.

     წმინდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერ–სიტეტის რექტორი, არქიმანდრიტი ადამი მიწვეულ იქნა სემინარის დასკვნით დღეს, 8 ივნისს სალექციო თემით: „დაბადებამდელი სიცოცხლე: ბიოსამეციდინო, ეთიკური და საღვთისმეტყველო ასპექტები“.

     გარდა ამისა, სემინარზე მეცნიერთა მიერ წარმოდგენილი იყო აბორტის მანკიერი შედეგების სამედიცინო, ფსიქოლოგიური, სოციალური, იურიდიული და სხვა ასპექტები, დედისა და ნაყოფის უფლებების დამცველთა და სტატისტიკოსთა კვლევების თანამედროვე რეზულტეტები.

Created by Joomla.ge