აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

შეხვედრა ქალაქ აშდოდის ვიცე მერთან

დავით ბააზოვის სახელობის ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმმა და მსოფლიოს ქართველ და ებრაელ ქალთა ასოციაციამ "ესთა" (პრეზიდენტი ქ-ნი ევა ბაბალაშვილი) გამართა "მეგობრობის საღამო" - შეხვედრა ქ. აშდოდის ვიცე-მერთან და ქართველ ებრაელთა კულტურის ცენტრის ხელმძღვანელთან, ბ-ნ მოშე ბოთერაშვილთან და მის მეუღლესთან ქ-ნ მაიასთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - ბ-ნი შაბთაი ცური, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი ბ-ნი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ბ-ნი მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ბ-ნი როინ მეტრეველი, ქ. თბილისის ყოფილი მერი ბ-ნი დავით ნარმანია, ქართული და ებრაული შემოქმედებითი, სამეცნიერო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების თვალსაჩინო წარმომადგენლები. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ჩვენი უნივერსიტეტის რექტორი არქიმანდრიტი ადამი და საქმისწარმოებისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამსახურის კურატორი ირინე ბიბილეიშვილი. 

     

 

Created by Joomla.ge