2010 წლის 8 დეკემბერს 13 საათზე არქიმანდრიტმა ადამმა ვარშავის სამედიცინო უნივერსიტეტის ჯანმრთელობის შესახებ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ – მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის წაიკითხა ლექცია თემაზე „ანთროპოლოგიური და ბიოეთიკური მოსაზრებანი თანამედროვე დემოგრაფიულ რეალიებზე“.
ვარშავის სამედიცინო უნივერსიტეტში წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის სტუმრობა შედგა სამეანო–გინეკოლოგიური სწავლების მიმართულების ხელმძღვანელის პროფესორ ევა დემოქ – გაჟლერსკასა და საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩის ქალბატონ ურსულა დოროშევსკას მიწვევითა და ხელშეწყობით. ლექციის შემდგომ მასპინძელმა მხარემ თანამშრომლობის გაგრძელების მიზნით ქართულ მხარეს შესთავაზა კონკრეტული წინადადებები.