აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

უნივერსიტეტის რექტორი, ადმინისტრაცია, თანამშრომლები , პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს, კოლეგებს, მეგობრებს.

ფრიდონ თოდუა ქალაქ ზუგდიდი დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1968 წელს. 

1968-1990წწ. იყო მოსკოვის ა. ვიშნევსკის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი; უმცროსი და უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; კომპიუტერული ტომოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი; 1991 წლიდან დააარსა და ხელმძღვანელობს კლინიკური მედიცინის ს/კ ინსტიტუტს; 1998 წლიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეზიდენტურის სასწავლო პროგრამის დირექტორი სამედიცინო რადიოლოგიის სპეციალობაში; ხელმძღვანელობდა სამედიცინო აკადემიის რადიოლოგიის კათედრას ენდოსკოპიის კურსით; 1999 წლიდან ხელმძღვანელობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიაგნოსტიკური მედიცინის დეპარტამენტს; 2002 წლიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მთავარი რადიოლოგი. 600 სამეცნიერო ნაშრომის, 8 მონოგრაფიისა და 15 გამოგონების ავტორი.

ფრიდონ თოდუას  იყო Georgian medical News - სარედაქციო კოლეგიის წევრი, ბრიტანეთის, ჩრდ. ამერიკისა და ევროპის რადიოლოგთა ასოციაციის წევრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი, ჟურნალ ''საქართველოს სამედიცინო მოამბის'' სარედაქციო კოლეგიის წევრი.

საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ვიცე-სპიკერი (2008-2012); საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა''-ს წევრი (2008-2012), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალი ''მოამბე''-ს მთავარი რედაქტორის მოადგილე; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (2004), საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საპატიო მოქალაქეობისა და სახელმწიფო პრემიების მიმნიჭებელი კომიტეტის საბჭოს წევრი; საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს წევრი, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს მრჩეველთა საბჭოს წევრი.

Created by Joomla.ge