საერთაშორისო კონგრესი თემაზე:
„ჯანდაცვის სამართალი დსთ-ს და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“
ა.წ. წლის 7-9 ნოემბერს ქ. მოსკოვში საერთაშორისო კონგრესი გაიმართა, რომელიც დსთ-ს და აღმოსავლეთ ევროპის ჯანდაცვის სამართლის აქტუალურ საკითხებს ეძღვნებოდა. ფორუმში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, რუსეთის, ჩეხეთის, გერმანიის, ბრაზილიის, პოლონეთის, უკრაინის, ისრაელის და სხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა.
კონგრესი პრეზენტაციების, დისკუსიის,პლენარული სხდომების და მრგვალი მაგიდის ფორმატით მიმდინარეობდა.
კონგრესზე ექიმები, იურისტები, სადაზღვევო და ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლები მსჯელობდნენ: ექიმისა და პაციენტის სამართლებლივ უფლებებზე, ორგანოთა გადანერგვის სამართლებლივ ასპექტებზე და ახალ მედიკამენტებზე ჩატარებული კლინიკური ცდების შესახებ.
8 ნოემბერს საერთაშორისო კონგრესის სამუშაო პროგრამის ფარგლებში მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის ინტელექტუალურ ცენტრის - ფუნდამენტალურ ბიბლიოთეკაში, წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, მედიცინის მეცნიერებათოა დოქტორი, სრული პროფესორი არქიმადრიტი ადამი(ახალაძე) წარდგა მოხსენებით „ოჯახის სუროგატული პარადიგმა“.
9 ნოემბერს გამართულ დისკუსიაზე - „ბიოეთიკა და ჯანდაცვის სამართალი“, სხვა ქვეყნის ექსპერტებთან ერთად ჩვენი უნივერსიტეტის რექტორი არქიმანდრიტი ადამი იღებდა მონაწილეობას.
კონგრესის დასასრულს გალა - ვახშამი და კულტურული ტური „ღამის მოსკოვი“ გაიმართა.