ლიტერატურული პროექტის „სიტყვების ცა“ დასასრული
ლიტერატურული პროექტი სიტყვების ცა, რომელიც 2014 წლის ერთ-ერთ საუკეთესო ლიტერატურულ-მუსიკალურ ვიდეო პროექტად იქნა აღიარებული ვიდეო პორტალებზე უკვე დასრულდა.
სტუდია მირკანის პირველი ლიტერატურული ვიდეო პროექტი რომელის პირველი სეზონიც მიეძღვნა პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს, აკაკი წერეთლისა და წმიდა გრიგოლ ფერაძის საპატიო ორდენოსანს, წმიდა თამარ მეფის მონასტრისა დამაარსებელს არქიმანდრიტ ადამს (ახალაძეს). გადაცემათა ციკლში წარმოდგენილია მამა ადამის 13 ლექსი და ამ ლექსებს თავად ავტორი კითხულობს და ცამეტივე გადაცემაში.
პროექტის მსვლელობისას აღმოჩნდა რომ გადაცემებმა დიდი პოპულარობა და აღიარება მოიპოვა რისთვისაც სტუდია მირკანი მიდლობას პირველ რიგში უხდის არქიმანდრიტ ადამს, ფასდაუდებელი შრომისა და მოღვაწეობისთვის.
თამარ მეფის უნივერსიტეტთან არსებული სტუდია მირკანი სამომავლოდ კიდევ გეგმავს ამ პროექტის გაგრძელებას და როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს ბევრი სიახლე ელოდება მათ გულშემატკივრებს.