სამეცნიერო ეთნოგრაფიულ-ლინგვისტური
და საველე ისტორიულ-არქიტექტურული
ექსპედიცია თურქეთში
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდსა და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტს შორის 2011 წლის 1 დეკემბერს დადებული N17/03 საგრანტო ხელშეკრულების თანახმად საგრანტო პროექტის „თურქეთის ქართველები: ისტორია, სულიერი და მატერიალური კულტურა, ენობრივი ვითარება“ ფარგლებში 2013 წლის 4 აგვისტოს თურქეთის რესპუბლიკაში სამეცნიერო ეთნოგრაფიულ-ლინგვისტურ და საველე ისტორიულ-არქიტექტურულ ექსპედიციაში მეცნიერთა ორი ჯგუფი გაემგზავრა.
თურქეთის რესპუბლიკაში მარმარილოს ზღვის რეგიონების ეთნიკურ ქართველთა კომპაქტურ დასახლებებში სამეცნიერო ეთნოგრაფიულ-ლინგვისტური ექსპედიციაში (4 –18 აგვისტო) იმუშავებს მეცნიერთა პირველი ჯგუფი: პროფესორები – როლანდ თოფჩიშვილი, ნოდარ შოშიტაშვილი, როზეტა გუჯეჯიანი, ინგა ღუტიძე, მკვლევარები – მირიან ხოსიტაშვილი, გიორგი ავთანდილაშვილი, გიორგი ჭეიშვილი და პროექტის მენეჯერი ნატო ასათიანი.
ზემო ქართლისა (მტკვრის ხეობის ზემო წელისა და ჭოროხის აუზის) და შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს მხარებში და იქ ამ ეტაპზე არსებულ ქართულ სოფლებში საველე ისტორიულ-არქიტექტურულ ექსპედიციაში (4–23 აგვისტო) მონაწილეობს მეცნიერთა მეორე ჯგუფი: პროფესორი ელენე კავლელაშვილი, მკვლევარები ერმინე მაღრაძე და ლია ბოკუჩავა.
ექსპედიციის წევრები დალოცა და წარმატებები უსურვა პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პროფესორმა, არქიმანდრიტმა ადამ ახლაძემ.