აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

საჯარო ლექცია თემაზე: ენა, მეტყველება, აზროვნება

2016 წლის 31 მარტს უნივერსიტეტში ჩატარდა მორიგი საჯარო ლექცია თემაზე:  ენა, მეტყველება, აზროვნება. მომხსენებელი გახლდათ ქალბატონი ნათელა აფხაიძე: ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ლინგვისტი, გერმანისტი. ლექციას ესწრებოდნენ სასულიერო პირები, უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ–მასწავლებლები, ადმინისტრაციის წარმომადგენელნი და სხვა მოწვეული საპატიო სტუმრები.

უნივერსიტეტის, რექტორმა, არქიმანდრიტმა ადამმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა მეცნიერი და მოკლედ ისაუბრა ქალბატონი ნათელა აფხაიძის სამენიერო–პრაქტიკულ მიღწევებზე. 

ქალბატონი  ნათელა მოხსენებაში შეეხო  ლინგვისტიკის რამდენიმე საინტერესო ასპექტს: ლინგვისტიკის, აზროვნების და ორატორული ხელოვნების კორელაციურ კავშირებს,  აზროვნების ფორმირების ასაკობრივ თავისებურებებსა და  მისი ზოგიერთი დეფექტის კორექციის გზებს, ორატორული ხელოვნების სწორად ჩამოყალიბების ასპექტებს და სხვ. 

საჯარო ლექცია დისკუსიით დასრულდა.

Created by Joomla.ge