აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

კონკურსის შესახებ

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად, შემდეგი მიმართულებით: სოციალური მეცნიერებები - აკადემიური თანამდებობა:

ა) პროფესორი - 1 საშტატო ერთეული;

ბ) ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული.

აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსანტის საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით.

ღია კონკურსის წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით, კონკურსი ჩატარდება 2019 წლის 02 აგვისტოს.

კონკურსანტების მიერ შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის ვადა განისაზღვრულია: 2019 წლის 01 ივლისი - 26 ივლისი.

აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია  წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დანართი №1-ის ფორმის შესაბამისად (კონკურსში მონაწილეობის მსურველის მხრიდან დაუშვებელია წარდგენილ იქნეს განცხადება ერთზე მეტი საკონკურსო აკადემიურ თანამდებობაზე);

ბ) პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;

გ) ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების სია დანართი №2-ის ფორმის შესაბამისად (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული  აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

საკონკურსო კომისიის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში კონკურსანტი ვალდებულია წარმოადგინოს სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალში მითითებული ნებისმიერი ნაშრომი. 

აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატებს ასევე შეუძლიათ  წარმოადგინონ:

ა) ბოლო 6 წლის განმავლობაში სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი პროგრამები; 

ბ) ინფორმაცია ბოლო 6  წლის განმავლობაში მოპოვებული საერთაშორისო სტიპენდიების, საგრანტო პროექტების ხელმძღვანელობის, პროექტებში და საერთაშორისო ტრენინგებში მონაწილეობის შესახებ;

გ) საერთაშორისო სამეცნიერო წოდებები და საავტორო გამოგონებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს შესაბამისი დოკუმენტებით.

საკონკურსო კომისია გადაწყვეტილების მიღებისას ვალდებულია გაითვალისწინოს კონკურსანტის: 

ა) განათლების შესაბამისობა ვაკანსიის პროფილთან;

ბ) აკადემიური ხარისხი; 

გ) შრომითი (სამეცნიერო-პედაგოგიური ან/და სხვა) გამოცდილების შესაბამისობა ვაკანსიის პროფილთან; 

დ)  პუბლიკაციების შესაბამისობა ვაკანსიის პროფილთან;

ე) ბოლო 10  წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციები (პუბლიკაციები იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალებში); სხვა მნიშვნელოვანი პუბლიკაციები (მონოგრაფია, სტატია რეცენზირებად, საერთაშორისო, უცხოურ, ადგილობრივ ჟურნალში, საკონფერენციო მასალები და სხვ.);

ვ) საკონკურსო კომისიისათვის შესაფასებლად წარმოდგენილი ნაშრომი;

ზ) მოხსენებები საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში;

თ) მოხსენებები ეროვნულ და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებზე უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში;

ი) საგრანტო/სახელშეკრულებო პროექტებში მონაწილეობა უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში;

კ) საერთაშორისო სტიპენდიები;

ლ) საერთაშორისო სამეცნიერო წოდებები;

მ) საავტორო გამოგონებები;

ნ) თანამშრომლობა უცხოეთის სამეცნიერო ცენტრებთან;

ო) მეცნიერების შესაბამისი დარგის სწავლებისა და კვლევის ხედვა;

პ) სხვა სახის აქტივობა უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში (ჯილდო, კომპიუტერთან მუშაობის უნარები, ენების ცოდნა და სხვა).

კონკურსში მონაწილეობის შესახებ ვადის დარღვევით (განცხადებების მიღების ვადის გასვლის შემდგომ) წარდგენილი განცხადება (დოკუმენტაცია) მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.

Created by Joomla.ge