ახალი სასწავლო წელი: საუნივერსიტეტო ზეიმი
30 სექტემბერს ახალი სასწავლო წლისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ჩატარდა.
უნივერსიტეტს ეს დღე მიულოცეს საქართველოს საპატრიარქოს წმ. მეფის დავით აღმაშენებლის სახელობის სასწავლო ცენტრის ხელმღძვანელმა, რუსთველმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ (გამრეკელმა), აკადემიკოსმა ეთერ ქემერტელიძემ, პროფესორმა ყარამან ფაღავამ, პოეტმა და საზოგადო მოღვაწემ ემზარ კვიტაიშვილმა, პროფესორმა მანანა ტუსკიამ, ანსამბლმა „რუსთავმა“, მომღერლებმა: თემურ წიკლაურმა, თამარ ჭოხონელიძემ და ელენე ფოჩხუამ, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობმა ვახტანგ ახალაძემ, თბილისის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მგალობლებმა.
დამსწრეთ მიესალმა და ზეიმს უძღვებოდა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი, არქიმანდრიტი ადამ ახალაძე.