აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

ეკოლოგიური ფორუმი კარპატის მთებში

30 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე უკრაინაში, კარპატისპირეთის ოლქის სინევირის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გაიმართა ეკოლოგიური ფორუმი-სამუშაო შეხვედრა გერმანიის ბუნების დაცვის კავშირის (NABU) პროექტის ფარგლებში „რელიგიური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ალიანსი კლიმატის დასაცავად აღმოსავლეთ ევროპაში“.

გერმანიის, უკრაინის, საქართველოსა და ბელორუსის წარმომადგენლებმა განიხილეს IRCEF-ის (აღმოსავლეთ ევროპის საერთაშორისო რელიგიური და საზოგადოებრივი ბუნების დაცვის ფორუმის) სივრცეში მომავალი თანამშრომლობისა და საორგანიზაციო სამუშაოებთან დაკავშირებული საკითხები. სინევირის ნაკრძალის გამოყენება მაღალი დონის პროფესიული კომუნიკაციისთვის აღმოჩნდა ფრიად წარმატებული გადაწყვეტილება, რამაც საშუალება მოგვცა შემდგარიყო ეფექტური დიალოგი კლიმატის ცვლილებების სფეროში.

შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი არქიმანდრიტი ადამ ახალაძე. მისი ფორუმზე გამოსვლის თემა გახლდათ „ბუნების დაცვის პრობლემა საეკლესიო და საღვთისმეტყველო განზომილებაში - პასუხისმგებლობა შემოქმედის წინაშე“. 

Created by Joomla.ge