მამა ადამის ლექცია ბიოეთიკაში სამების ახალგაზრდულ ცენტრში
სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა შეხვედრა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორთან, პროფესორთან, საქართველოს საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორთან არქიმანდრიტ ადამ ახალაძესთან.
მოწვეულმა სტუმარმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „ევთანაზიის ბიოეთიკური არსი და პრობლემის ხედვა მულტიკულტურულ მსოფლიოში“.
ლექციის დასასრულს მამა ადამმა უპასუხა დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს.