სემინარი თემაზე: ეთიკური
არჩევანი – მეცნიერები და მორწმუნენი
თანამედროვე ბიოტექნოლოგიების
გამოწვევის წინაშე
2013 წლის 30 მაისს უნივერსიტეტში ჩატარდა სემინარი თემაზე: ეთიკური არჩევანი – მეცნიერები და მორწმუნენი თანამედროვე ბიოტექნოლოგიების გამოწვევის წინაშე.
სემინარს წარუძღვა ლიონის (საფრანგეთი) კათოლიკური უნივერსიტეტის რექტორი, ფიზიკისა და თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მაგნინ თეირი და იგი განკუთნილი იყო სტუდენტებისა და დამწყები მეცნიერებისათვის. სემინარს ასევე ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პროფესორ–მასწავლებლები.
პროფესორი მაგნინ თეირი 2011 წლიდან გახლავთ ლიონის კათოლიკური უნივერსიტეტის რექტორი, იგი კარგად იცნობს სამეცნიერო მიღწევებს, განსაკუთრებით ფიზიკისა და ბიოტექნოლოგიების დარგში, არის მცოდნე ნანოტექნოლოგიების გამოყენებისა და მისი შედეგებისა ბიოეთიკაში; ავტორია მრავალი საერთაშორისო პუბლიკაციის, სამეცნიერო ნაშრომისა და წიგნისა.
სემინარი ჩატარდა წმინდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტისა და საქართველოში რომის კათოლიკე ეკლესიის კულტურისა და ეკლესიათშორის ურთიერთობის კომისიის ერთობლივი ორგანიზებით.