ლიონის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი
2013 წლის 30 მაისს უნივერსიტეტს სტუმრად ეწვია ლიონის კათოლიკური უნივერსიტეტის რექტორი, თეოლოგიისა და ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მაგნინ თიერი თანმხლებ პირებთან ერთად.
პროფესორმა სტუდენტებისა და დამწყები მეცნიერები–სათვის ჩაატარა სემინარი თემაზე: ეთიკური არჩევანი – მეცნიერები და მორწმუნენი თანამედროვე ბიოტექნოლოგიების გამოწვევის წინაშე. სემინარი დისკუსიით დასრულდა. რექტორმა უპასუხა დასმულ შეკითხვებს და მსმენელნი მორიგ ლექციაზე მიიწვია.
დელეგაცია შეხვდა სასწავლებლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და პროფესორ–მასწავლებლებს. უნივერსიტეტის რექტორმა, არქიმანდრიტმა ადამმა ფრანგ კოლეგას გააცნო არსებული სასწავლო მოდელის სპეციფიკა – საღვთისმეტყველო და საერო დისციპლინების ერთობლივი მოდულები, სასწავლებლის განვითარების სტრატეგიული გეგმა და პერსპექტივები.
ვიზიტის დასასრულს საქმიანი სადილი გაიმართა. არქიმანდრიტმა ადამმა სტუმრებს გადასცა სპეციალური საჩუქრები.
უნივერსიტეტების წარმომადგენლები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის მასშტაბებსა და პერსპექტივებზე, დაგეგმეს სამომავლო ერთობლივი ღონისძიებების ფორმატები.