აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

საჯარო ლექცია თემაზე: საექთნო და მოწყალების 
დის საქმე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში


3 ნოემბერს, უნივერსიტეტში, წმინდა  გრიგოლ ფერაძის  სახელობის აუდიტორიაში ჩატარდა უკრაინის ავტონომიური ეკლესიის სინოდალური განყოფილების – „ეკლესია და მედიცინა“, თამჯდომარის მოადგილის, დეკანოზ გენადი ბატენკოს საჯარო ლექცია თემაზე – „საექთნო საქმე და მოწყალების დის ინსტიტუტი უკრაინაში“, რომელსაც ესწრებოდნენ სტუდენტები, პროფესორ–მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენელნი. აგრეთვე, მოწვეული სტუმრები საქარველოს კარიტასის და წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.

საპატიო სტუმრებს მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი, არქიმანდრიტი ადამი. მან საზოგადოებას წარუდგინა  მამა გენადი და მისი საქმიანობა უკრაინის ავტონომიურ ეკლესიაში.

მამა გენადიმ ლექციის მსვლელობისას საზოგადოებას გააცნო საექთნო და მოწყალების დის საქმის ინსტიტუციური მოდელი უკრაინაში, განათლებისა და ლეგიტიმაციის პრობლემები სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებში, ჰოსპისებში. უკრაინაში  კომპეტენციების ზღვარი მოწყალების დების საქმიანობასა და მძიმე ავადმყოფთა მოვლაში.

ლექცია დისკუსიით დასრულდა. მამა გენადიმ უპასუხა სტუდენტებისა და სხვა სტუმრების შეკითხვებს. 

Created by Joomla.ge