უნივერსიტეტის რექტორი, ადმინისტრაცია, თანამშრომლები,
პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები იუწყებიან, რომ
გარდაიცვალა ჩვენი უნივერსიტეტის მეგობარი
ცნობილი ღვთისმეტყველი, ფილოსოფოსი, საზოგადო და საეკლესიო მოღვაწე, პოეტი, მთარგმნელი, ლიტერატურისმცოდნე, კულტურის მკვლევარი, პუბლიცისტი, რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოში დაბადებული (1947 წლის 2 მარტს) და მისი დიდი გულშემატკივარი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, ბრიუსელის ინფორმაციული უნივერსიტეტის პროფესორი
ბატონი ვალენტინ ნიკიტინი
და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს.