აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

შეხვედრა ბათუმში მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობა
მეუფე დიმიტრისთან

     2013 წლის 3 სექტემბერს ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილო ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი) ბათუმის სამეუფეო რეზიდენციაში შეხვდა წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორს არქიმანდრიტ ადამს (ვახტანგ ახალაძეს).

     შეხვედრას ესწრებოდნენ წმინდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები და სასულიერო პირები: დეკანოზი თეოდორე ახალაძე, სამონაზვნე სოფიო ბრეგვაძე, გრიგოლ სულაბერიძე, ნანა გუმბარიძე, მარინა ბერიძე, ევდოკია გუმბარიძე. მეუფემ აკურთხა და დალოცა ორ უნივერსიტეტს შორის მომავალი ურთიერთთანამშრომლობა.

     მამა ადამმა დიდი მადლობა გადაუხადა მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, მეუფე დიმიტრის გულთბილი მიღებისა და გულისხმიერებისათვის, გამოითხოვა ლოცვა–კურთხევა ორი დამეგობრებული უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლებისა და სტუდენტი–ახალგაზრდობისათვის და წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის სახელით გადასცა წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ხატი.

     შეხვედრის შემდეგ მეუფის კურთხევით სტუმრებმა მოინახულეს ბათუმის გიმნაზიის ახალი შენობა, ბავშვთა სახლი და ფერიის დედათა მშენებარე მონასტერი.

Created by Joomla.ge