აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

საერთაშორისო სიმპოზიუმი „მემკვიდრეობა პლანეტა დედამიწისათვის“

დღეს 10.30.–ზე შედგა ასამბლეისა და სიმპოზიუმის ოფიციალური გახსნა. 

ფონდის პრეზიდენტი პაოლო დელ ბიანკო მიესალმა ღონისძიების ექსპერტებს, მონაწილეებსა და სტუმრებს, მადლობა გადაუხადა მათ თანამშრომლობისთვის და ილაპარაკა სამომავლო პერსპექტივებზე.

ამავე ცერემონიალმა მოიცვა ფლორენციის ისტორიული კულტურისა და ხელოვნების გამოფენების პერფორმანსები და პრეზენტაციები. წამოდგენილი იყო რამდენიმე პროექტი: „ფლორენციის რესპუბლიკის პარადი და ისტორიული ფეხბურთი („Calcio Storico” – წარმოადგინა მაგისტრატთა გონფალონიერების ჯგუფმა)”, “კომედიის სახეები“ (გილსან ავანის პროექტი, თუ როგორ კითხულობენ მსოფლიოს 50 ენაზე ადამიანები დანტეს „ღვთაებრივ კომედიას“), ფლორენციის მერის (1951–7, 1961–5) სენიორ ჯორჯიო ლა პირას წიგნი „La Preghiera Forza Motrice della Storia (ლოცვა ისტორიის მამოძრავებელი ძალაა“, პროფესორ რობერტო კორაძის „არქიტექტურული ნახატები“, ტაკაფუმი მოჩიზუკის ზუგანისტური ნამუშევრების გამოფენა, ფილისტრუჩის ფონდის (დაარსებულია 1720 წელს) “პარიკები და კოსმეტიკა ფლორენციაში და სხვ. 

Created by Joomla.ge