აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

ავთო მოსიაშვილის გამოფენა

29 ოქტომბერს თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტში გაიხსნა მხატვარ ავთანდილ (ავთო) მოსიაშვილის გამოფენა. საგამოფენო დარბაზში  წარმოდგენილ იქნა  მხატვრის 12 აბსტრაქციული  ნამუშევარი. 

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოსთქვა უნივერსიტეტის რექტორმა, არქიმანდრიტმა ადამმა, დამსწრე საზოგადოებას მიესალმა თავად ხელოვანიც.

avtandil-mosiashvili

ავთანდილ მოსიაშვილი 1974 წლიდან გახლავთ მხატვართა კავშირის წევრი. 1986 წელს ტოკიოში დაჯილდოვებულ იქნა ოქროს მედლით. 1990 წ. მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება. 1990 წელს – პირველი პერსონალური გამოფენა მოსკოვში; 2004 წელს პერსონალური გამოფენა საქართველოს ეროვნულ გალერეაში; 2009 წელს პერსონალური გამოფენა გალერეა დი–არტში“;  გახლდათ  მონაწილე გამოფენებისა პოლონეთში, ლიეტუვაში, ლატვიაში, საფრანგეთში, ნორვეგიაში, იტალიაში, საბერძნეთში, ინგლისში, მალტაში, შვეიცარიაში, ბულგარეთში, უკრაინაში, მოსკოვში, სომხეთში. მისი ნამუშევრები დაცულია მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეაში და აღმოსავლეთის ხელოვნების მუზეუმში. აგრეთვე, კერძო კოლექციებში პორტუგალიაში, პოლონეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, თურქეთში, იტალიაში,  ნორვეგიაში, რუსეთში, უზბეკეთში, საქართველოში. 

avtandil-mosiashvili

უნივერსიტეტის რექტორმა, არქიმანდრიტმა ადამმა, საქართველოს დამსახურებულ მხატვარს, ავთანდილ მოსიაშვილს  გადასცა დავით კაკაბაძის სახელობის პრემია, რომელიც მას ერთხმად მიენიჭა საქართველოს საპატრიარქოს თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის, სულიერი და სოციალურ–კულტურული განვითარების ფონდ  „თამარის დროშის“ და მიხეილ ახალაძის ფონდ „მამაშვილობის“ პრემიის მიმნიჭებელი ერთობლივი საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილებით. 

avtandil-mosiashvili

Created by Joomla.ge