აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

„ქართული ებრაული პოეზიის ანთოლოგიის“ 
პრეზენტაცია თამარიუნში

ებრაელ მეცნიერთა და ლიტერატორთა დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 25 ივნისს დაიწყო.  29 ივნისს ისინი ჩვენს უნივერსიტეტს  ეწვივნენ.  ვიზიტის მიზანი გახლდათ  ახლახანს გამოცემული უნკალური წიგნის – „საქართველოს ებრაელთა პოეზიის ანთოლოგიის“ – წარდგინება.

ქართული საზოგადოების წინაშე ამ არაჩვეულებრივი წიგნის პრეზენტაციას გარდა თამარ მეფის უნივერსიტეტისა  თბილისში დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმმა და კიდევ სამმა  ქალაქმა  – გორმა, ქუთაისმა და ბაღდათმა  უმასპინძლეს. 

ანთოლოგიაში შესულია ქართველ ებრაელთა მიერ ქართულ ენაზე შექმნილი ლექსები. პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი შალვა წიწუაშვილი, სარედაქციო კოლეგიის წევრები კი არიან: ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი გერშონ ბენ ორენი,  პოეტი ნანა შაბათაშვილი, მწერალი და ჟურნალისტი ნუგზარ ჯანაშვილი. 

წიგნის პირველი პრეზენტაცია ისრაელში ა. წ. 2 იანვარს გაიმართა, ქ. ბათ-იამის კულტურის ცენტრში.  

წიგნი გამოიცა დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმის მხარდაჭერით.

Created by Joomla.ge