სამძიმარი ჩვენს მოძმე თურქ ერს, მეგობრებსა და კოლეგებს
დიდი მწუხარებით შევიტყვეთ ინფორმაცია 2016 წლის 28 ივნისს ქალაქ სტამბულში ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერორისტული აქტის შესახებ. შეძრწუნებულნი ვართ დატრიალებული ტრაგედიის გამო და ამ უმძიმეს წუთებში სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ მოძმე თურქ ხალხს და ქვეყნის ხელისუფლებას. აღვავლენთ ლოცვებს, რათა დაისადგუროს მშვიდობამ, სიკეთემ და სიყვარულმა.
ვაცნობიერებთ და განვიცდით რა მთელი კაცობრიობის თავს დამტყდარ ამ უბედურებას, პირველ რიგში გულწრფელად თანავუგრძნობთ ყველა დაღუპულის ოჯახს, ნათესავსა და ახლობელ ადამიანს.
გამოჯანმრთელებასა და დიდხანს ბედნიერ ცხოვრებას ვუსურვებთ დაშავებულებს.
ჩვენთვის, საქართველოში მცხოვრებთათვის, განსაკუთრებულად მძიმეა ეს დღეები, რადგან მეზობელ თურქეთის სახელმწიფოსთან გვაკავშირებს ღრმა ფესვები, ისტორიული, ნათესაური, სოციალური, სამეცნიერო და კულტურული კავშირები არაერთ უნივერსიტეტთან, არასამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან, ოჯახთან, ცალკეულ პიროვნებასთან.
ამგვარი ერთობა, მჭიდრო ურთიერთკავშირები, თანამშრომლობა და ამ კავშირების გაღრმავება-განმტკიცება გახლავთ საწინდარი ხალხთა შორის მშვიდობისათვის. ჩვენი ძმური სიყვარული არის ის კედელი, რომელიც ყოველთვის აღიმართება ტერორიზმისა და კაცთმოძულეობის თითოეული გამოვლინების წინ და დაიცავს ადამიანებს ბოროტებისაგან.
ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის
უნივერსიტეტის რექტორი არქიმანდრიტი ადამ ვახტანგ ახალაძე
2016 წლის 29 ივნისი
TÜRK HALKINA BAŞSAĞLIĞI MEKTUBU
İstanbul Atatürk Havalimanı'nda düzenlenen bir terör saldırısı haberi derin bir üzüntü ile karşıladık. Türkiye için bu zor günlerde komşu ve kardeş Türk halkına başsağlığı diler dayanışma ruhu içerisinde acılarını paylaşyoruz. Barış, iyilik ve sevgi için dua ediyoruz.
Tüm insanlığa karşı gerçekleştirilmiş olan bu terör saldırısında canlarını kaybedenlerin aile mensupları ve yakınlarına başsağlığı dileriz. Yaralananların bir an önce tekrar sağlığa kavuşmalarını dileriz.
Komşumuz Türkiye ile Gürcistan arasında derin tarihi, akrabalık, kültürel ve bilimsel bağları bulunmaktadır. Üniveristemizin Türk meslektaşları ile ilişkileri geliştirmekle ve yeni işbirlik alanları oluşturmakla gurur duymaktayız.
Birlik ve dayanışma içerisinde halklarımız arasında mevcut olan işbirliğin daha da geliştirmesini ve dünya barışına önemli katkılarda bulunacağını ümit ediyoruz. Türk ve Gürcü halkları arasında mevcut olan dostluğun da her türlü insanlık ve barış düşmanlarına karşı aşılmaz bir engel teşkil edeceğine temenni ediyoruz.
Tanrı Bizi Korusun !
Gürcstan Patrikhanezi Aziz Tamar Üniverstesi Rektörü
Archimandrite Adam (Vakhtang Akhakadze)