აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

    პირველი ერთიანი ინტეგრირებული გამოცდა 29 ივნისს ფარმაციისა და ტრადიციული მედიცინის ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე–4 კურსის სტუდენტებმა ჩააბარეს.

    საგამოცდო საკითხები მოიცავდა რვა სასწავლო საგანს: ფარმაციასა და ტოქსიკოლოგიურ ქიმიას, ფარმაკოგნოზიას, ფიტოთე–რაპიას, ფრამაცევტულ ტექნოლოგიას, სოციალურ ფარმაციას, ფარმაკოლოგიას, აპითერაპიასა და აღმოსავლურ მედიცინას.
    უმაღლესი შეფასება „A (ფრიადი)“ დაიმსახურა სამმა სტუდენტმა: ლიდა ბადურაშვილმა, თეა მუზაშვილმა და ლიანა ქურდაძემ.
    გამოცდის შედეგები შეაჯამეს: უნივერსიტეტის რექტორმა, სრულმა პროფესორმა არქიმანდრიტმა ადამ ახალაძემ, სასწავლო–მეთოდური სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა აკადემიკოსმა ეთერ ქემერტელიძემ და ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელმა ასოცირებულმა პროფესორმა გრიგოლ სულაბერიძემ.


    სტუდენტებმა წარმოადგინეს ერთჯერადი კედლის გაზეთი „...და სტუდენტობაც გაირბენს“.
    პროფესორ–მასწავლებლებმა ცხოვრებისა და პროფესიული საქმიანობის გზა დაულოცეს კურსდამთავრებულებს:
ლიდა ბადურაშვილს
ქეთევან გალდავას
თორნიკე გეგეშიძეს
ნინო გიგაურს
ნიკა ელისაშვილს
ნინო ებანოიძეს
თეკლე კობერიძეს
ნაილ მოთიაშვილს
თეა მუზაშვილს
თორნიკე ღონღაძეს
ლიანა ქურდაძეს
ირაკლი ცხადაიას
ზაზა ქავზინაძეს

Created by Joomla.ge