ფრაიბურგის უნივერსიტეტთან ხელშეკრულება გაფორმდა
28 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტსა და გერმანიის ქ. ფრაიბურგის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს: უნივერსტეტის რექტორმა, პროფესორმა, არქიმანდრიტმა ადამმა და ფრაიბურგის უნივერსიტეტის ვიცე–რექტორმა, პროფესორმა კორნელია კრიჩელდორფმა. ხელისმოწერას ესწრებოდნენ ფრაიბურგის უნივერსიტეტის საექთნო საქმის პროფესიული განათლების პროგრამების კოორდინატორი, პროფესორი ანნა კელნერი; საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების ხელმძღვანელი გაიოზ ყუბანეიშვილი და შინმოვლის პროექტის კოორდინატორი მაია მიქაძე; აგრეთვე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნატო ასათიანი; ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვნელი, ასოცირებული პროფესორი, გრიგოლ სულაბერიძე და საქმისწარმოების სამსახურის ხელმძღვანელი ირინე ბიბილეიშვილი.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება დაარეგულირებს სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა გაცვლით პროგრამებს, ხელს შეუწყობს მოვლისა და ზრუნვის სისტემის კომპონენტების კონცეპტუალური შეთავაზებების სრულყოფას, არსებული სისტემის ეფექტური განვითარებისა და ადაპტირების ერთობლივ პროექტებს.