აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

„მაგნოლიებიან ზღვისპირა ქალაქში“
ლიტერატურული კრებულის პრეზენტაცია ბათუმში

ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში 28 ოქტომბერს გაიმართა ბათუმისადმი მიძღვნილი ლექსებისა და სხვა ლიტერატურული ტექსტების კრებულის პრეზენტაცია. საღამოს უძღვებოდა წიგნის რედაქტორ–შემდგენელი ქალბატონი ინგა გოგიბერიძე. აქვე დავსძენთ, რომ კრებულის რედაქტორი გახლავთ მამუკა ესაძე, დიზაინი მამუკა მეგრელიშვილისაა; პროექტის მხარდამჭერია ქალაქ ბათუმის ქალთა კლუბი. 

კრებული იხსნება მამა ადამის ლექსით „ბათუმი. ბავშვობა. სოხუმის ქუჩა“. აქვე წაიკითხავთ როინ აბუსელიძის, ნინო ალადაშილის, ცისანა ანთაძის, ანა გელაშვილის, გიორგი გომართელის, გიორგი გაბაიძის, ინგა გოგიბერიძის, მაყვალა დავლაძის, ეკატერინე დონდუას, ფარნა კორინის, ეკა კვიციანის, მამუკა მეგრელიშვილის, ანი მესტიელის, ირაკლი მურვანიძის, სოსო ნადირაძის, ნოდარ ნარსიას, ნიკა ფუტკარაძის, ბელა ქებურიას, ვახტანგ ღლონტის, ნანუკა ჩხეიძის, ლევან წულუკიძის, სულხან წულუკიძის, ნინო ხიტირის, მიშიკო ხალიჩიშვილის, ჟუჟუნა ხაჯიშვილისა და სხვათა ნაწარმოებებს. 

ამ პოეტურად ცისფერ წიგნს ამშვენებს გალაკტიონის, ტიციანის, ოთარ ჭილაძის, ფრიდონ ხალვაშის, კოლაუ ნადირაძის, იოსებ ნონეშვილის, მამია ვარშანიძის, ზურაბ გორგილაძის, ზაურ ბოლქვაძის, ლადო სეიდიშვილის ლექსები.

„ბათუმში იმ დღეს, როგორც ხდება ხოლმე, წვიმდა და არც წვიმდა. ზღვა კი ღელავდა, ჩვენც მას ვბაძავდით და ვღელავდით, რადგან ლექსის ქვეყანაში რა დაამშვიდებს კაცს – აკი დამშვიდება აქ სიკვდილის ტოლფასია. ჰოდა, ახლა, როგორც კი ერთს ჩავიმუხლებ, იმას დავწერ, რაც იმ თბილ საღამოს და მერე იქიდან წამოსულმა ვიფიქრე და ვერსად ვთქვი... ბედნიერებისთვის საკმარისია შემოქმედებითი აღმაფრენის ერთი წამიც. ნახვამდის, ჩემო ქალაქო, მალე ნახვამდის!“ (მამა ადამი). 

Created by Joomla.ge