ახალი სასწავლო წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება
2015 წლის 1 ოქტომბერს უნივერსიტეტში ახალი, 2015/2016 სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა. უნივერსიტეტის რექტორმა, არქიმანდრიტმა ადამმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სტუდენტებსა და პროფესორ–მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
მამა ადამმა სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას ტრადიციული, მისასალმებელი რექტორის სიტყვით მიმართა. მან გულთბილად დალოცა პირველკურსელები, მიულოცა სტუდენტობა, წარმატებები უსურვა და უნივერსიტეტში არსებული სასწავლო პროცესის თავისებურებები გააცნო.
დასასრულ, არქიმანდრიტმა ადამმა და ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა და უნივერსიტეტის პედაგოგმა, დეკანოზმა იაკობმა (უშიკიშვილმა) ერთობლივად გადაიხადეს პარაკლისი.