საჯარო ლექცია თემაზე: ადამიანის მუცლადყოფნის პერიოდისა
და მშობიარობის ბიოეთიკური რეალიები და დილემები
2016 წლის 28 ივლისს უნივერსიტეტის მეშვიდე აუდიტორიაში ჩატარდა მორიგი საჯარო ლექცია თემაზე: ადამიანის მუცლადყოფნის პერიოდისა და მშობიარობის ბიოეთიკური რეალიები და დილემები. ლექცია წაიკითხა უნივერსიტეტის რექტორმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, არქიმანდრიტმა ადამმა (ახალაძე) და მას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ–მასწავლებლები, აკადემიური საბჭოს წევრები.
ლექცია დისკუსიით დასრულდა.
საჯარო ლექცია ჩატარდა ღონისძიებათა ციკლიდან „რექტორის საათი“, რომლის ფორმატშიც სტუდენტებისთვის არაერთი საინტერესო თემატიკის შეხვედრა–სემინარი და ლექცია ჩატარდა არქიმანდრიტი ადამის მიერ.
საჯარო ლექცია სრულად ჩაიწერა საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“–მ, რათა საზოგადოების უფრო ფართო ფენებს ჰქონდეს წვდომა ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი მომავალი თაობის დაბადების ესოდენ მნიშვნელოვან ეტაპის შესახებ ინფორმაციაზე.