აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

„ქართული მიწაც ზეცაა“ რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე

1

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტმა მიხეილ ახალაძის ფონდ „მამაშვილობასთან“ ერთად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით დაიწყო პროექტი „ქართული მიწაც ზეცაა“. 

პროექტის მიზანია ლიტერატურულ–მუსიკალური პერფორმანსული დროისა და სივრცის მრავალფეროვნებით მაყურებლის/საზოგადოების ყურადღება მიაპყროს  თანამედროვე ქართულ ლიტერატურასა და მუსიკალურ საშემსრულებლო ხელოვნებას, როგორც მშობლიურ, ასევე მსოფლიო ლიტერატურულ და მუსიკალურ ნიმუშებს, რომლებიც მნიშვნელოვანწილად განაპირობებენ ჩვენს ნაციონალურ და კულტურულ იდენტობას, განსაზღვრავენ საზოგადოების დამოკიდებულებას კულტურული მემკვიდრეობისადმი, სამშობლოსადმი, სხვა ფასეულობებისადმი.

750

პირველი პერფორმანსი თბილისში, რუსთაველის თეატრში გაიმართა 28 მაისს და საღამოს რვის ნახევარზე დაიწყო. თეატრი გადაჭედილი იყო მაყურებლით, რომელიც სულგანაბული უსმენდა სცენიდან გადმოღვრილი მხატვრული სიტყვისა და მუსიკალური ჰანგების საოცარ ნაზავს, უცქეროდა დახვეწილ სცენურ მოქმედებებსა და ვიდეოკადრებს. თუმცა გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ემოციები დაგროვდა და პირველმა ხანგრძლივმა ტაშმაც იქუხა. პერფორმანსში პირველი პაუზა გაჩნდა. მაყურებელიც გათამამდა და აპლოდისმენტებმაც იმრავლა. წარმოდგენის ბოლოს კი სცენა მართლა გაივსო ყვავილებით.   

3

პერფორმანსის ლიტერატურულ ტექსტებს წარმოადგენს არქიმანდრიტ ადამის – ვახტანგ ახალაძის პოეტური და პროზაული ნაწარმოებები. ჟღერდა ბახის, შუმანის, ვივალდის, შუბერტის,  შოსტაკოვიჩის, ნინო როტას, ბიძინა კვერნაძის მუსიკა. მონაწილეობდნენ:  

ნანა ავალიშვილი, მაკა შალიკაშვილი, ვახტანგ ახალაძე, ბექა აბულაშვილი, ლევან გვენეტაძე, მიხეილ იაკობიძე, ლევან ჟღენტი, ნათელა ბუცხრიკიძე, გიორგი მარდალეიშვილი, მამა ადამი.

4

Created by Joomla.ge