აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

იშვიათი დაავადებების და "ობოლი" წამლების სამხრეთ კავკასიის II კონფერენცია 

    2011 წლის 27–28 ოქტომბერს ქ. თბილისში, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალას“–ში ჩატარდა იშვიათი დაავადებების და „ობოლი“ წამლების II სამხრეთ კავკასიის კონფერენცია.
    ღონისძიება  ჩატარდა  საქართველოს პირველი ლედის, ქალბატონ სანდრა ელისაბედ რულოვსის მხარდაჭერითა და უშუალო მონაწილეობით. დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ბატონი გიორგი წერეთელი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონი ოთარ თოიძე; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ბატონი მიხეილ დოლიძე; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი ზურაბ ვადაჭკორია და სხვა ოფიციალური პირები.
    კონფერენციის  მონაწილეებს  მიესალმა და წარმატებები უსურვა წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, არქიმანდრიტმა ადამმა (ახალაძე).

news 27.10.2011 (111)

    კონფერენციის  ორგანიზატორნი არიან: „გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი“(GeRaD), ფონდ „სოკოს“–ს „ალიანსი იშვიათი დაავადებებისთვის“, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. კონფერენცია ჩატარდა ევროპის საერთაშორისო ორგანიზაცია EURORDIS–ის პატრონაჟით.
    ღონისძიებაში   ქართველ   სპეციალისტებთან   ერთად  მონაწილეობა მიიღო 26 ქვეყნის  წამყვანი უნივერსიტეტებისა და კვლევითი ლაბორატორიების ორმოცმა მეცნიერმა, მათ შორის ავსტრიის, ნიდერლანდების, გერმანიის, პოლონეთის, იტალიის, ბელგიის, ბულგარეთისა და სხვა ქვეყნების ექსპერტებმა.             

    კონფერენციის მსვლელობისას დარგის სპეციალისტებმა საზოგადოებას მოახსენეს იშვიათი დაავადებების დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის თანამედროვე მეთოდების, ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავების, მართვის შესახებ; საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი იქნა იშვიათი დაავადებების სფეროში საერთაშორისო მენეჯმენტი, პოლიტიკა და სტრატეგია, საერთაშორისო ორგანიზაციების როლი (ევროკომისია, ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაცია), აგრეთვე, საინფორმაციო უზრუნველყოფისა და განათლების საკითხები.   

   

Created by Joomla.ge