შეხვედრა ლიგის ნაკრებთან
ა.წ. 27 აპრილს შედგა ამხანაგური შეხვედრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოელ სტუდენტთა ლიგის საფეხბურთო ნაკრებსა და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა საფეხბურთო ნაკრებს შორის. შეხვედრა საინტერსოდ წარიმართა, პირველ ტაიმში შეიმჩნეოდა სირთულეები, თუმცა მალევე გამოიკვეთა გუნდების პრიორიტეტები და მორიგეობით გადიოდა გოლები მოასპარეზეთა კარებში. ჩვენი უნივერსიტეტიდან აქტიურად თამაშობდნენ გიორგი ლეთოდიანი და შიო ღამბარაშვილი. თამაში დასრულდა ანგარიშით 5:3 სამედიცინო უნივერსიტეტის სასარგებლოდ. იმედს ვიტოვებთ, რომ მომდევნო შეხვედრა წარმატებული იქნება.