აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

დღეს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტისა და თბილისის კლასიკური  გიმნაზიის მესვეურებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

01

თამარ მეფის უნივერსიტეტის რექტორმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, არქიმანდრიტმა ადამმა (ვახტანგ ახალაძემ) და თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორმა ქალბატონმა თამარ კაპანაძემ  ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები  მემორანდუმით განსაზღრული საქმიანობების  შესახებ.

შეხვედრაზე დაიგეგმა უახლოეს მომავალში განსახორციელებელი რამდენიმე აქტივობა: საგანმანათლებლო რესურსების პრეზენტაცია, ერთობლივი კონფერენციისათვის მზადება, შემოქმედებითი საღამოს გამართვა. ეს და  მრავალი სხვა ღონისძიება შესაძლებელს გახდის საგანმანათლებლო პროცესების გამრავალფეროვნებას, სტუდენტთა და მოსწავლეთა აქტიურ ჩართვას სასწავლო-შემეცნებით პროექტებში. 

Created by Joomla.ge