ექსკურსია რუისისა და ურბნისის ეპარქიაში
ა.წ. 26–27 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით მოეწყო ექსკურსია რუისისა და ურბნისის ეპარქიაში. ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებმა მოილოცეს ორთუბნის დედათა მონასტერი, ყინწვისის მამათა მონასტერი და წრომის მაცხოვრის ტაძარი(VIIს). იმ საღამოს სტუდენტები ქვიშხეთში დაბინავდნენ, სადაც მათივე ინიციატივით მოეწყო ლიტერატურული და ფოლკლორული საღამო.
ექსკურსიის მეორე დღეს სტუდენტებმა მოილოცეს სოფელ ქვიშხეთში მდებარე აღდგომის ტაძარი და მასთან არსებული დედათა მონასტერი, დაათვალიერეს დიმიტრი ყიფიანის სახლ–მუზეუმი, XVIII საუკუნეში აგებული საბრძოლო კოშკი და გაეცნენ ამ ადგილების ისტორიასა და სხვა ღირსშესანიშნაობებს.
ექსკურსიამ სტუდენტებისთვის საინტერესოდ ჩაიარა და იქ გატარებულმა დღეებმა ბევრი სასიამოვნო მოგონება დაუტოვა მათ.