აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

წარდგინება წიგნისა „ ესე ტაძარი“

25 ნოემბერს უნივერსიტეტის მეშვიდე აუდიტორიაში ჩატარდა წმიდა თამარ მეფის უნივერსიტეტისა და თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის ლიტერატურული სალონ „საგულისონი“–ს  ერთობლივი ღონისძიება, წარდგინება წიგნისა (ტრილოგიისა)  „ ესე ტაძარი“. პრეზენტაციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ–მასწავლებლები, სტუდენტები; აგრეთვე, თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის ადმინისტრაცია, მოწვეული საპატიო სტუმრები: სასულიერო პირები, მწერლები, მეცნიერები, ლიტერატურათმცოდნეები, საზოგადო მოღვაწეები, კეთილმსახურ მეფე თამარის სკოლა–ლიცეუმის წარმომადგენლები. 

დამსწრე საზოგადოებას მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი, არქიმანდრიტი ადამი, რომელმაც  ისაუბრა წიგნისა და წიგნიერების მნიშვნელობაზე. მან  მადლობა გადაუხადა  ქ. თბილისის მერიის მთავარი ბიბლიოთეკის ადმინისტრაციას ეფექტური თანაორგანიზატორობისათვის. 

სიტყვით გამოვიდა თბილისის  მთავარი ბიბლიოთეკის ლიტერატურული სალონის ხელმძღვანელი,  ცისანა ქოჩეჩაშვილი. მან წარადგინა წიგნი–ტრილოგიის  ავტორი,  ბესარიონ სოლოღაშვილი, რომელიც გახლავთ 6 წიგნისა და  ოცამდე   სამეცნიერო   შრომის ავტორი,  არის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის უსინათლოთა ცენტრის ხელძღვანელი.

თავის სიტყვაში ბატონმა ბესარიონ სოლოღაშვილმა ისაუბრა წიგნი–ტრილოგიის ,  „ესე ტაძარი“–ს შექმნის ისტორიაზე, წიგნისა, რომელიც მიეძღვნა სამთვისის ტაძრის მშენებლობის  დასრულების 1000 წლისთავს. 

Created by Joomla.ge