წარდგინება წიგნისა "სოხუმის ქუჩაზე"
25 ივლისს მერაბ ბერძენიშვილის კულტურის ცენტრ „მუზაში“ აფხაზეთის მთავრობამ და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტმა საზოგადოებას წარუდგინა გამომცემლობა „მირკანის“ მიერ ახლახანს გამოცემულ წიგნი „სოხუმის ქუჩაზე“, რომელიც ეკუთვნის არქიმანდრიტ ადამს - ვახტანგ ახალაძეს.
წიგნი აფხაზეთის ტკივილს მიეძღვნა. მასში შევიდა მამა ადამის ლექსები, პოემები, მოთხრობები, ესსე, სცენარი, დოკუმენტური პროზა... ბევრი მათგანი პირველად გამოქვეყნდა, თუმცა სხვებს უკვე იცნობს ქართველი მკითხველი.
ეს პრეზენტაცია გაიმართა ცხელი ზაფხულის ერთ დღეს. ორგანიზატორები არ დაელოდნენ უფრო ხელსაყრელ დროს, რადგან ფიქრობენ, რომ, იმის გადადება ხვალისათვის, რისი გაკეთებაც აფხაზეთის დასაბრუნებლად დღეს შეგვიძლია, დანაშაულია მომავალი თაობების, ღვთისა და ქვეყნის წინაშე.