აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

ოფიციალური ვიზიტი  სტამბოლის უნივერსიტეტის 
ლიტერატურის ფაკულტეტის დეკანთან პროფესორ მუსტაფა ოზქანთან

     25 მაისს თამარ მეფის უნივერსიტეტის დელეგაცია სტუმრად ეწვია სტამბოლის უნივერსიტეტის ლიტერატურის ფაკულტეტს და შეხვედრა გამართა ამ ფაკულტეტის დეკანთან პროფესორ მუსტაფა ოზქანთან.

     სტამბოლის უნივერსიტეტის ლიტერატურის ფაკულტეტს დეკანი დაინტერესდა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის ისტორიით, სტრუქტურითა და სამეცნიერო საგანმანათლებლო საქმიანობით. მის შეკითხვებს პასუხობდნენ უნივერსიტეტის რექტორი არქიმანდრიტი ადამი, უნივერსიტეტის კანცლერი ნატო ასათიანი და პროფესორი ზაზა წურწუმია. 

 

     შეხვედრაზე გამოითქვა აზრი ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ საქართველო-თურქეთის ურთიერთობათა ისტორიის კავკასიოლოგიისა და ევროპეისტიკის და მთარგმნელობით სფეროებში.

     პროფესორმა ოზქანმა სტუმრებს გაცნო ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და მათი საქმიანობა, დაათვლიერებინა ბიბლიოთეკა, წიგნადი და ხელნაწერთა ფონდები, მუზეუმი, სასწავლო-სამეცნიერო კაბინეტები და ცენტრები.

     მხარეები შეთანხმდნენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ძირითად დებულებებზე.

Created by Joomla.ge