აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

წმ. მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი კონფერენცია

   2011 წლის 24–27 ოქტომბერს გაიმართა წმიდა მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი ІV საერთაშორისო სამეცნიერო–საღვთისმეტყველო კონფერენცია, რომელშიაც მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა მეცნიერებმა და ღვთისმეტყველებმა  ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სერბეთიდან, საფრანგეთიდან, რუსეთიდან, საქართველოდან. კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე და მონაწილეთა უცვლელი მასპინძელი წლების განმავლობაში გახლავთ ცაგერისა და ლენტეხის მთვარეპისკოპოსი მეუფე სტეფანე. 

    

   კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრია ჩვენი უნივერსიტეტის კანცლერი ქალბატონი ნატო ასათიანი.
   სამეცნიერო ფორუმი გაიხსნა ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში. მისასალმებელი სიტყვით საზოგადოების წინაშე წარსდგა წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი არქიმანდრიტი ადამი (ახალაძე).
   კონფერენციის მუშაობა გაგრძელდა ცაგერსა და ლენტეხში.

  

Created by Joomla.ge