აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

წმიდა მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი ІV საერთაშორისო სამეცნიერო–საღვთისმეტყველო კონფერენცია

   2011 წლის 24–27 ოქტომბერს გაიმართა წმიდა მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი ІV საერთაშორისო სამეცნიერო–საღვთისმეტყველო კონფერენცია, რომელშიაც მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა მეცნიერებმა და ღვთისმეტყველებმა  ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სერბეთიდან, საფრანგეთიდან, რუსეთიდან, საქართველოდან.
   კონფერენციის მუშაობის დღეებში გაიმართა წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, სრული პროფესორის, არქიმანდრიტ ადამის (ახალაძის) შეხვედრა მოსკოვის წმიდა ტიქონის სახელობის მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორთან, დეკანოზ ვლადიმერ ვორობიოვთან. 

   
   შეხვედრაზე იმსჯელეს თანამედროვე მსოფლიოში საერო და საღვთისმეტყველო საუნივერსიტეტო განათლების პრობლემებზე. რექტორებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება და დაკვირვება იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება მოხდეს სახელმწიფო და საეკლესიო საგანმანათლებლო სივრცეთა ჰარმონიზაცია.
   დასასრულ, მოსაუბრეებმა წარმატებები და გამარჯვებები უსურვეს ერთმანეთს, ორივე უნივერსიტეტს, ორ მართლმადიდებელ ქვეყანას და გამოითხოვეს წმიდა მაქსიმე აღმსარებლის ლოცვითი შეწევნა.  

Created by Joomla.ge