საერთაშორისო სიმპოზიუმის - ,,გერიატრიული პაციენტი საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში“ პირველი დღე
2019 წლის 24 ივნისს საქართველოს საპარტრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიხსნა საერთაშორისო სიმპოზიუმი ,,გერიატრიული პაციენტი საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში.“
სიმპოზიუმი გახსნა - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტის რექტორმა, საქართველოს საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარემ არქიმანდრიტმა ადამ ახალაძემ.
სიმპოზიუმის მონაწილეებს მიესალმა პროექტ PAGEL- ის ხელმძღვანელი პროფესორი, მედიცინის დოქტორი კორნელია კრიშელდორფი სოციალური გერონტოლოგიის პროფესორი და IAF ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ფრაიბურგის კათოლიკური უნივერსიტეტის პრორექტორი მეცნიერებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებაში.
სიმპოზიუმზე პრეზენტაციით ,, გერიატრიული პრობლემები საქართველოში: არსებული რეალობა და პერსპექტივები“ წარდგნენ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი ექიმი ნინო დიდბარიძე და მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამრ მეფის სახელობის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინატორი გრიგოლ (გია) სულაბერიძე.
პროფესორმა კორნელია კრიშელდორფმა წარმოადგინა პრეზენტაცია ,,დემოგრაფიული და სოციალური ცვლილებები - საქართველოსა და გერმანიას შორის შედარებითი პერსპექტივები“
მედიცინის დოქტორმა ინეს ჰიმმელსბახმა წარმოადგინა პრეზენტაცია ,, გერიატრიული პაციენტი და საჭიროებები ინფრასტრუქტურისთვის- მულტიპროფესიონალური გუნდი“
მედიცინის დოქტორმა ბერნარდ ჰაიმბახმა წარმოადგინა პრეზენტაცია ,,მეთოდები და პროფესიული მიდგომები გერონტოლოგიასა და გერიატრიაში.“
გაიმართა დისკუსია კვლევით არჩევანზე: ხანგრძლივი კვლევები, ხანგრძლივი დაკვირვება საქართველოსთვის და დარგობრივი სპეციფიური საკვლევი თემები.