აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

შეხვედრა უნივერსიტეტის რექტორთან არქიმანდრიტ ადამთან
სტამბოლის ქართული კულტურის ცენტრში

     24 მაისს ქართული კულტურის ცენტრში (სტამბული) გაიმართა საქართველოს აპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორთან, საპატრიარქოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარესთან, არქიმანდრიტ ადამ ახალაძესთან.

     მამა ადამმა ისაუბრა საქართველო-თურქეთის ურთიერთობების პერსპექტივებზე მეცნიერების, განათლებისა და კულტურის სფეროებში. იგი შეეხო ასევე საზღვარგარეთ მყოფი ქართველების რელიგიური და სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრების თავისებურებებსა და პრობლემებს, ქართველ და თურქ მეცნიერთა, მწერალთა და ხელოვნების მოღვაწეთა ურთიერთდაახლოების საკითხებს. 
     არქიმანდრიტ ადამის გამოსვლაში წარმოჩინდა ქართული და თურქული ენების სწავლების, თურქეთისა და საქართველოს შესახებ მეცნიერული კვლევისა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლის სამომავლო მნიშვნელობა.
     სტუმარმა უპასუხა დამსწრეთა მრავალრიცხოვან შეკითხვებს. 
     დასასრულ ქართული კულტურის ცენტრის მესვეურებმა მამა ადამი დააჯილდოვეს საპატიო სიგელით გაწეული ღვაწლისა და ერთგულებისათვის.

Created by Joomla.ge