24 აპრილს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაკრებსა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოელ სტუდენტთა ნაკრებს შორის შედგა ამხანაგური შეხვედრა ფეხბურთში. თამაში ჩატარდა სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე. პირველი ტაიმი დასრულდა ფრედ 0:0. მეორე ტაიმში თამაში დაიძაბა და დაწინაურდა თამარ მეფის უნივერსიტეტის ნაკრები, ზედიზედ ორი გოლი გაიტანა ლაშა ჭიღლაძემ. ასევე აქტიურად ასპარეზობდნენ შიო ღამბარაშვილი, დავით კეჟევაძე და ლევან მაჩიტიძე.
თამაში დასრულდა 5:0 საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაკრების სასარგებლოდ.
სამომავლოდ იგეგმება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოელ სტუდენტთა ლიგის ნაკრებთან შეხვედრა. წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს ახლად ჩამოყალიბებულ ნაკრებს.