თამარ მეფის უნივერსიტეტი რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის
გენერალურ ასსამბლეასა და საერთაშორისო სიმპოზიუმს გაუწევს პატრონაჟს
3–4 მარტს ქალაქ ფლორენციაში (იტალია) გაიმართება რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო ექსპერტთა მე–20 გენერალური ასამბლეა და სიმპოზიუმი „მემკვიდრეობა პლანეტა დედამიწისათვის 2018“.
ასამბლეასა და სიმპოზიუმში მონაწილეობის მისაღებად 2 მარტს გაემგზავრება ჩვენი უნივერსიტეტის წარმომადგენლობა.
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტი გასული წლიდან იმ უნივერსიტეტთა და აკადემიათა რიცხვს მიუერთდა, რომლებიც ოფიციალურ პატრონაჟს უწევენ ფონდის ღონისძიებებს. უნივერსიტეტის სახელი და ემბლემა რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის ყველა გამოცემაზეა დატანილი.