აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას დოქტორანტურაში შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე:

1. ფსიქოლოგიის სადოქტორო პროგრამ ა- 3 ვაკანტური ადგილი;

2. ქრისტიანობის ისტორიის სადოქტორო პროგრამა - 3ვაკანტური ადგილი.

საბუთების მიღება იწარმოებს 2019 წლის   23 სექტემბრიდან -  5 ოქტომბრის ჩათვლით 14 სთ-დან - 17 სთ-მდე.

მისამართი:  თბილისი, დ. უზნძის ქ. 68  საკონტაქტო პირი:გრიგოლ სულაბერიძე  მობ.599757046

აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგიდოკუმენტები:

ა) მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი (დედანი და მისი ასლი);

ბ) ორი ფოტოსურათი 3X4 ელექტრონული ვერსიითურთ CD დისკზე ჩაწერილი;

გ) მაგისტრის აკადემიური ხარისხის დიპლომი ან მასთან გათანაბრებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი (დედანი და მისი ასლი);

დ) მაგისტრის აკადემიური ხარისხის დიპლომთან გათანაბრებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ნამდვილობისა და მაგისტრის დიპლომთან გათანაბრების შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული წერილობითი ინფორმაცია (დადასტურება) 

ე) ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (TOEFL PBT, TOEFL IBT, IELTS ან Cambridge Exam (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატი ან/და თუ კანდიდატს ინგლისურ ენაზე აქვს გავლილი ბაკალავრიატის და/ან მაგისტრატურის სრული პროგრამა, უნდა წარმოადგინოს ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი (დედანი და მისი ასლი), რომლის ნამდვილობა უნდა იყოს დადასტურებული სსიპ განათლების ხარისხის  განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);

ვ) სამხედრო ვალდებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის)- დედანი და მისი ასლი.

Created by Joomla.ge