ფრაიბურგის გამოყენებითი მეცნიერებების კათოლიკური უნივერსიტეტის (გერმანია) დელეგაციის ვიზიტი თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტში
2019წლის 23 ივნისს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტს ეწვია პროექტ PAGEL- ში (Projektes Partnerschaften für den Gesundheitssektor in Entwicklungsländern) მონაწილენი: ფრაიბურგის გამოყენებითი მეცნიერებების კათოლიკური უნივერსიტეტის (გერმანია) დელეგაცია: პროექტის ხელმძღვანელი, პროფესორი, მედიცინის დოქტორი კორნელია კრიშელდორფი სოციალური გერონტოლოგიის პროფესორი და IAF ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ფრაიბურგის კათოლიკური უნივერსიტეტის პრორექტორი მეცნიერებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებაში. ასევე მედიცინის დოქტორი ინეს ჰიმმელსბახი, სოციალური გერონტოლოგიის პროფესორი, IAF ინსტიტუტის ხელმძღვანელი და მედიცინის დოქტორი ბერნარდ ჰაიმბახი ფრაიბურგის საუნივერსიტეტო კლინიკის გერიატრიისა და გერონტოლოგიის ცენტრის კლინიკური ხელმძღვანელი, გერიატრიისა და ამბულატორიული გერიატრიული რეაბილიტაციის ხელმძღვანელი (ZGGF)
სტუმრებს უმასპინძლა უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინატორმა გრიგოლ სულაბერიძემ. სამუშაო შეხვედრის ფორმატში განხილული იყო 24-26 ივნისისთვის დაგეგმილი საერთაშორისო სიმპოზიუმის - ,, გერიატრიული პაციენტი საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში“ -საორგანიზაციო საკითხები.
სიმპოზიუმი გაიმართება 24, 25 და 26 ივნისს. სიმპოზიუმზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი თემები:
- დემოგრაფიული და სოციალური ცვლილებები - საქართველოსა და გერმანიას შორის შედარებითი პერსპექტივები;
- გერიატრიული პაციენტი და გარემოს ადაპტაცია
- მეთოდები და პროფესიული მიდგომები გერონტოლოგიაში და გერიატრიაში;
სიმპოზიუმი დასრულდება დაინტერესებულ მხარეთა პანელური დისკუსიით