აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

თამარ მეფის უნივერსიტეტი სტუმრად თბილისის 202-ე სკოლაში

01

დღეს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის წარმომადგენლობა რექტორის, არქიმანდრიტ ადამ ახალაძის ხელმძღვანელობით 202-ე სკოლას სტუმრობდა. 

ერთი თვის წინ 202-ე სკოლის მოსწავლეები ჩვენი უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული სტუდენტთა და მოსწავლეთა ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეები გახდნენ. ახლა კი სკოლის ხელმძღვანელის ქალბატონ თინათინ საბაურისა და უნივერსიტეტის რექტორის არქიმანდრიტ ადამ ახალაძის გადაწყვეტილებითა და შეტანხმებით ურთიერთანამშრომლობის მეორანდუმი გაფორმადა. 

უნივერსიტეტის რექტორმა 202-ე სკოლის მოსწავლეებს მარიამ ყაველაშვილსა და მარიამ დოხნაძეს - „თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმალიზაციის საკითხებისადმი“ მიძღვნილი კონფერენციის გამარჯვებულებს - სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

02

სკოლისა და უნივერსიტეტის მესვეურებმა ბევრი საინტერესო იდეა გაუზიარეს ერთმანეთს და საერთო საქმიანობის პირველი მონახაზიც შექმენს.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ერთობლივი სასწავლო-კვლევითი და შემეცნებითი პროექტები თანაბრად  სასარგებლო იქნება უნივერსიტეტის სტუდენტებისა და 202-ე სკოლის მოსწავლეებისთვისაც.

03

Created by Joomla.ge