ჯემალ აჯიაშვილის ხსოვნის საღამო
23 მარტს დავით ბააზოვის სახელობის ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმმა და მსოფლიოს ქართველ და ებრაელ ქალთა ასოციაცია "ესთამ" (პრეზიდენტი ქალბატონი ევა ბაბალაშვილი) „კულტურათა დიალოგის“ ფარგლებში გამართა ცნობილი ქართველი ებრაელი პოეტის, მთარგმნელისა და საზოგადო მოღვაწის ჯემალ აჯიაშვილის (1944-2013) ხსოვნის საღამო. ღონისძიება მიჰყავდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს, თამარ მახარაშვილს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბატონი შაბთაი ცური, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, "ისრაელის სახლის" ხელმძღვანელი ბატონი იციკ მოშე, კულტურისა და მეცნიერების სფეროს ცნობილი წარმომადგენლები.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ჩვენი უნივერსიტეტის რექტორი არქიმანდრიტი ადამი და საქმისწარმოებისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამსახურის კურატორი ირინე ბიბილეიშვილი.