აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

საპატიო დოქტორის წოდების მინიჭება

 23 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორს, სრულ პროფესორს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს,  არქიმანდრიტ ადამ ახალაძეს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.

news 23.03.2012

  „სამედიცინო უნივერსიტეტი ამ ყველაზე დიდ პატივს სწორედ მას მიაგებს, ვინც თავისი საქმიანობით უნივერსიტეტის სტრატეგიული მიზნების განხორციელებას ემსახურება. მამა ადამმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ჭეშმარიტებისკენ მიმავალ გზაზე, როგორც მეცნიერმა და სასულიერო პირმა. მისი კვლევების ინტერესები უსაზღვროდ ფართეა: მედიცინის თეორია, ფილოსოფია, მედიცინის ისტორია, ბიოეთიკა, ჯანდაცვის მენეჯმენტი, რწმენისა და ცოდნის ურთიერთმიმართება, სამედიცინო განათლების საკითხები. იგი აქტიურადაა ჩაბმული ჩვენი უნივერსიტეტის როგორც დიპლომამდელი, ასევე დიპლომისშემდგომი განათლების პროცესებში,“ – აღნიშნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ.

  მამა ადამმა მადლობა მოახსენა აკადემიურ საბჭოს წევრებსა  და მის თავმჯომარეს, ბატონ ზურაბ ვადაჭკორიას - აღნიშნა რა მისი ღვაწლი განათლების, მეცნიერების და კულტურის სფეროში.

news 23.03.2012 (1)news 23.03.2012 (2)

    „მაღალმა ღმერთმა დალოცოს თითოეული თქვენთაგანი, მეცნიერების, განათლების, მამულიშვილობისა და ჰუმანიზმის ამ დიადი კერის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ყველა პროფესორ-მასწავლებელი და სტუდენტი. საპატიო დოქტორობა ოდენ პატივი და ბედნიერება როდია. იგი უდიდესი მოვალეობაა და პასუხიმგებლობა. ამიტომაც მინდა განვაცხადო ამ უმნიშვნელოვანეს ჟამს: მარად და ყველგან, ყველა ჭირსა და ლხინში ვიქნები განუყრელად შენთან, ჩემო მშობლიურო უნივერსიტეტო!“ - განაცხადა არქიმანდრიტმა ადამმა.


Created by Joomla.ge