აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

   2011 წლის 23 მარტს საქართველოს საპატრიარქომ და კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლობამ საქართველოში  ჩაატარა ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია თემაზე – "სუროგატული დედობა. სულიერ-ზნეობრივი ასპექტები".  ღონისძიება მოეწყო საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში

 

   კონფერენცია გახსნა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ბატონმა ირაკლი გიორგობიანმა, დამსწრედ მიესალმნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე და კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსი ამიერკავკასიაში ჯუზეპე პაზოტო. 

   კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის იყვნენ: ტორინოს ხელოვნურ განაყოფიერებათა ტექნოლოგიების ცენტრის ყოფოლი დირექტორი პროფესორი კლემენტინა პერისი (იტალია), უკრაინის კათოლიკური უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის დეკანი, ბიოეთიკის პროფესორი იგორ ბოიკო (უკრაინა).  საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა და პროფესორმა არქიმანდრიტმა ადამმა (ახალაძე), რომელიც ასევე გახლდათ ამ კონფერენციის ერთ–ერთი ორგანიზატორი, მოხსენების ბოლოს აღნიშნა, რომ  მე-20 და 21- საუკუნეების მიჯნაზე მედიცინაში მოხდა უდიდესი ტექნოლოგიური ცვლილებები, რამაც არაერთ უმძიმეს სენზე გამარჯვება განაპირობა. რასაკვირველია, ჩვენ მივესალმებით კეთილი გონის ამგვარ მიღწევებს და მადლობას ვწირავთ უფალს ამისთვის, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ თუ მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი უპირისპირდება ან ეწინააღმდეგება ღვთის კანონებს, ეს მიღწევები კაცობრიობისათვის სერიოზული ზიანის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს. ასეთია, მაგალითად, .. სუროგატული დედობის საკითხი.
   საყოველთაოდაა ცნობილი ქრისტიანთა მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ამ ფენომენისადმი. მიუხედავად ამისა, სეკულარიზებულ საზოგადოებაში კითხვები სუროგატული დედობის ირგვლივ კვლავ ჩნდება. ამ საერთაშორისო კონფერენცია კიდევ ერთხელ დაანახ საზოგადოებას როგორც მეცნიერთა და ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენელთა მიდგომა, ასევე ეკლესიის დამოკიდებულება ამ სერიოზული სულიერი და ზნეობრივი პრობლემისადმი.

Created by Joomla.ge