NATO-ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლის ვიზიტი უნივერსიტეტში
23 თებერვალს უნივერსიტეტს სტუმრად ეწვია NATO-ს საქართველოს სამეკავშირეო ოფისის პოლიტიკური ოფიცერი, ქალბატონი ელჟბიეტა ბეჟიუკი.
ოფიციალური სტუმარი შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს, არქიმანდრიტ ადამსა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთ. შეხვედრა საქმიანი ფორმატით წარიმართა. საუბარი შეეხო სამომავლო ერთობლივ პროექტებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებს.