2011 წლის 23 მარტს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს საპატრიარქომ და კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლობამ საქართველოში გამართა ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია თამაზე – "სუროგატული დედობა. სულიერ–ზნეობრივი ასპექტები"
ზემოთ აღნიშნული კონფერენციის ერთ–ერთი ორგანიზატორი იყო უნივერსიტეტის რექტორი და პროფესორი არქიმანდრიტი ადამი (ახალაძე), რომლემაც თავის მოხსენებაში ნათლად და ზუსტად აღწერა ვითარება თანამედროვე მსოფლიოში არსებული რეალობისა კონფერენციის თემასთან დაკავშირებით, ასევე წარუდგინა სპეციალურად მომზადებული ვიდეოფილმი, რომელშიც აღწერილი იყო სუროგატული დედობის საკითხთან არსებული ყველა ძირითადი პრობლემა და სულიერ–ზნეობრივი ასპექტები.
"მე–20 და 21–ე საუკუნეების მიჯნაზე მედიცინაში მოხდა უდიდესი ტექნოლოგიური ცვლილებები, რამაც არა ერთ უმძიმეს სენზე გამარჯვება განაპირობა. რასაკვირველია მივესალმებით კეთილი გონის ამგვარ მიღწევებს და მადლობას ვწირავთ უფალს ამისთვის, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ თუ მეცნიერულ–ტექნიკური პროგრესი უპირისპირდება ან ეწინააღმდეგება ღვთის კანონებს, ეს მიღწევები კაცობრიობისათვის სერიოზული ზიანის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს. ასეთია, მაგალითად, ე.წ. სუროგატული დედობის საკითხი" _ აღნიშნა უნივერსიტეტის რექტორმა.