სტუმრობა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ოფისში
საქართველოს საპატრიარქოს თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი, არქიმანდრიტი ადამ ახალაძე და ფრაიბურგის გამოყენებით მეცნიერებათა კათოლიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი პროფესორი კორნელია კირხელდორფი მიიღო თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა გებჰარდ როილიმ.
სტუმრებმა წარმოადგინეს ერთობლივი გერმანულ-ქართული პროექტი „PAGEL”, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში განხორციელდება საქართველოში. ასევე მასპინძლებს გააცნეს თამარ მეფის უნივერსიტეტის საქმიანობა და საერთაშორისო სიმპოზიუმის – „გერიატრიული პაციენტი და ქრონიკული ჭრილობების მართვა“ – მასალები.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს საქართელოში საექთნო საქმისა და განათლების განვითარების პერსპექტივებსა და ამ სფეროში შემდგომ თანამშრომლობაზე გერმანულ და ქართულ მხარეებს – ფრაიბურგის კათოლიკურ უნივერსიტეტსა, საქართველოს კარიტასსა და თამარ მეფის უნივერსიტეტს – შორის DAAD-ის ჩართულობით.