შაორის ,,მომავლის ბანაკი" გაიხსნა
შაორის „მომავლის ბანაკს" სტუდენტების პირველი ნაკადი ესტუმრა. გაიმართა ბანაკის ოფიციალურ გახსნის საზხეიმო ცერემონიალიც.
პირველი დღე გაცნობას, გუნდების წარდგენას, სპორტულ და კულტურულ აქტივობებს დაეთმო. შაორის ,,მომავლის ბანაკის“ პროექტს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი ახორციელებს. ,,მომავლის ბანაკი“ შაორში 10 ნაკადად 18-29 წლის 1280 სტუდენტს მიიღებს. მათ შერჩევას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია საქართველოს ყველა რეგიონიდან უზრუნველყოფს. უპირატესობა მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს, სოციალურად დაუცველ, იძულებით გადაადგილებული და მრავალშვილიანი ოჯახების, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიენიჭებათ.
პროგრამის მიზანია: ახალგაზრდებში შემოქმედებითი ნიჭის გაღვივება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, არაფორმალური განათლების მიღება, სხვადასხვა ქალაქებასა და რეგიონებიდან ახალგაზრდების დამეგობრება, აზრთა გაზიარება. ახალგაზრდებისთვის ზაფხულის პერიოდში ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ისინი, არა მხოლოდ დაისვენებენ, არამედ კულტურულ, საგანმანათლებლო და სპორტულ აქტივობებში ჩაერთვებიან.
შაორის მომავლის ბანაკის მუშაობაში თამარ მეფის უნივერსიტეტის ოთხი სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას: ხელოვნების, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან პირველკურსელები ნინო გუგუნაშვილი და ანა იჩქიტიძე, ხოლო ბიოსამედიცინო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ჯანდაცვის ფაკულტეტიდან - პირველკურსელი ხატია ტაბუცაძე და მეორეკურსელი ანა გლოველი.
ბედნიერი და საინტერესო დღეების გატარებას ვუსურვებთ მათ!